საქართველოს კონსტიტუცია

ალასანია: მხარს ვუჭერთ კონსტიტუციაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაფიქსირებას

facebook.com/alasaniairakli

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ალასანია ამბობს, რომ მისი პარტია მხარს უჭერს დავით უსუფაშვილის ინიციატივას, საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების დაფიქსირებას. ალასანიას თქმით, ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. უსუფაშვილის ინიციატივით, კონსტიტუციის პრეამბულაში უნდა გაჩნდეს წინადადება -"გვსურს დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში."

"როდესაც ჩვენ გვყავს აგრესორი მეზობელი, ბუნებრივია ჩვენ უნდა ვიფიქროთ საკუთარი თავის დაცვაზე და დღეს მსოფლიოში საკუთარი თავის მარტო დაცვა არავის შეუძლია. ნატოს ალიანსთან ჩვენი ურთიერთობა არის ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი, რომ არ გართულდეს ჩვენი უსაფრთხოების მდგომარეობა", -ამბობს ირაკლი ალასანია.

დავით უსუფაშვილმა კონსტიტუციის ტექსტში ნატოსკენ სწრაფვისა და მასში ინტეგრაციის ჩანაწერის შეტანის ინიციატივა გუშინ წარადგინა. 

კომენტარები