ეროვნული ფორუმი

ეროვნული ფორუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სახლი გატეხეს

ნაძალადევის რაიონში, ეროვნული ფორუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თამარ ციხისელის სახლი გატეხეს. თამარ ციხისელის თქმით, ბინიდან წაღებული არაფერია. ის ვარაუდობს, რომ ქურდებს პარტიის შესახებ ინფორმაციის წაღება სურდათ, რაც ვერ შეძლეს.

"სახლიდან არც ძვირფასეულობაა წაღებული და არც ტექნიკა. ეძებდნენ კონკრეტულ საინფორმაციო წყაროს", - ამბობს ციხისელი.

მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ეროვნული ფორუმის ნაძალადევის ოფისი გაქურდეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ანი მიროტაძის თქმით, ოფისიდან გატანილი და წაშლილია საარჩევნო მასალები, მათ შორის პარტიის კოორდინატორების, აგიტატორებისა და აქტივისტების შესახებ ინფორმაცია.

კომენტარები