ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

პრეზიდენტი: პოლიტიკოსებმა და მოსამართლეებმა თავი შეიკავონ საჯარო დისკუსიისგან

მინდა, გამოვეხმაურო იმ პროცესს, რაც მიდის მედიაში, რომელშიც ჩართული არიან მოსამართლეები, პოლიტიკოსები... პროცესს, რომელიც სამწუხაროდ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო ინსტიტუტს. მინდა, მოვუწოდო მოსამართლეებს, მათი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, შეეცადონ და თავი შეიკავონ საჯარო დისკუსიისგან, ერთმანეთთან, პოლიტიკოსებთან... მინდა, ვთხოვო პოლიტიკოსებს, იქნებ მოხერხდეს სხვა თემებზე გადართვა და ჩვენი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის ასეთი ფართე დისკუსიისგან დაცვა მედიაში. იმედი მაქვს, რომ როგორც მოსამართლეები, თავისი მაღალი სტატუსით, ასევე პოლიტიკოსები, გაითვალისწინებენ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად არსებობს რაღაცები, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ.

კომენტარები