ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

ხიდაშელი: საკონსტიტუციო სასამართლო არასდროს ყოფილა ასეთი სამარცხვინო

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მე ღიმილის გარეშე ვეღარ ვსაუბრობ, ამ სასამართლოს დაარსების დღიდან ასეთი ბედისწერა დაჰყვა, თუ რამდენიმე პირველ წელს გამოვრიცხავთ. ის, პრინციპში უფუნქციო ორგანოდ იყო ქცეული. ყველა ხელისუფლება მანიპულირებდა საკონსტიტუციო სასამართლოთი. დღეს, მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ასეთი სამარცხვინო საკონსტიტუციო სასამართლო არასოდეს ყოფილა. ის იყო გაუბედავი, იყო პოლიტიკურად მიკერძოებული, იყო მონობის პრინციპით მოქმედი, მაგრამ დღეს ის არის სამარცხვინო. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში კვორუმი არ დგება, როდესაც მოსამართლეების ერთი ჯგუფი მეორეს პრესკონფერენციებიდან განცხადებებით ელაპარაკება, მანტიას იხდიან და პრესკონფერენციებს ატარებენ, რთულია დაგემართოს ამაზე უფრო დიდი სახელმწიფოებრივი სირცხვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში... ჩვენ დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც თითოეული მოსამართლე, ცალ-ცალკე და ჯგუფურად, პოლიტიკური პარტიებივით გველაპარაკებიან, ჯგუფები გაყოფილი არიან პოლიტიკური ინტერესების მიხედვით და პრესკონფერენციებს უმართავენ ერთმანეთს, მაშინ, როცა საქმეებია გადასაწყვეტი, როცა ადამიანების ბედი წყდება, როდესაც ცოცხალი ადამიანების, ციხეში მყოფი ადამიანების საქმეზე აქვს გადაწყვეტილება გამოსატანი საკონსტიტუციო სასამართლოს, მისი ერთ-ერთი მოსამართლე ბედავს და ტელეკამერების წინაშე ძაღლებით სეირნობს - იმყოფება ქალაქ თბილისში და არა ქალაქ ბათუმში, სადაც იმ მომენტში უნდა ყოფილიყო [სხდომაზე]

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია რესპუბლიკელების წევრი, თინა ხიდაშელი, რუსთავი 2-თან ინტერვიუში

კომენტარები