ბიტკოინი

ჰაკერებმა $65 მილიონის ღირებულების ბიტკოინი მოიპარეს

coindesk.com

ჰაკერებმა შეტევა კრიპტოვალუტა ბიტკოინზე განახორციელეს, რასაც ბიტკოინის 15%-ით გაუფასურება მოჰყვა. თავდასხმა ბიტკოინის ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ გაცვლით პლატფორმა Bitfinex-ზე მოხდა, შედეგად კი კომპანიის მომხმარებელთა ანგარიშებიდან $65 მილიონზე მეტი ღირებულების ბიტკოინები გაქრა. 

ორშაბათს ღამით ერთი ბიტკოინის ღირებულება $613 იყო, სამშაბათს დილით ჰაკერული თავდასხმის გამო მისი ფასი $540-მდე შემდეგ კი $518-მდეც შემცირდა, ჯამში კრიპტოვალუტამ 15% დაკარგა. 

ჰაკერული თავდასხმის მიუხედავად, ბიტკოინზე მოთხოვნა მაინც მაღალია და გაუფასურების პიკიდან 10 საათის შემდეგ ახლა ერთი ბიტკოინის ღირებულება $560-ს შეადგენს. 

დაკარგული 119 ათასი ბიტკოინის ($65 მილიონის) ბედს ახლა FBI სწავლობს. 

ეს ბიტკოინის არსებობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ჰაკერული თავდასხმაა. აქამდე მომხდარი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა 2014 წლის ივნისში იყო, მაშინ იაპონური კომპანია Mt. Gox.-იდან $60 მილიონის ღირებულების ბიტკოინები გაქრა.

იტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან შეიძლება. 

ბიტკოინი და მისი გადახდის სისტემა ბლოკჩეინი მსოფლიოში გადახდის სისტემებს ცვლიან. მსხვილი ბანკები უკვე ცდილობენ, რომ საკუთარი გადარიცხვები ბლოკჩეინ სისტემაში გადაიყვანონ, რაც ტრანზაქციების წარმოების ტრადიციულ სისტემებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია, თუმცა მსგავსი ჰაკერული თავდასხმები სისტემის რეპუტაციაზე ნეგატიურად მოქმედებს.

კომენტარები