ბიტკოინი

ჰაკერებმა 41 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს

Getty Images

კრიპტოვალუტის გადამცვლელმა პლატფორმა Binance-მა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 7 მაისს ფართომასშტაბიანი თავდასხმის შედეგად ჰაკერებმა 7000 ბიტკოინის მოპარვა შეძლეს.

7000 ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით 41 მილიონი აშშ დოლარია.

Binance-ის განცხადებით, თავდასხმა პლატფორმის მხოლოდ ერთ საფულეს შეეხო და მოპარული ბიტკოინები მათი მთლიანი რეზერვების 2%-ს შეადგენდა.

ჰაკერებმა თავდასხმისას მრავალ ხერხს მიმართეს, მათ შორის ვირუსების გამოყენებას და ე.წ ფიშინგს. Binance-ს თქმით, თავდამსხმელებმა "მოთმინება გამოიჩინეს", რათა ხელსაყრელი დრო შეერჩიათ და ერთი შეხედვით ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ანგარიშებიდან შეეტიათ. უფრო დეტალურ ანგარიშს პლატფორმა მომდევნო ერთი კვირის მანძილზე წარადგენს თავდასხმის უკეთ შესწავლის შემდეგ.

აღნიშნული თავდასხმა ბიტკოინების ისტორიაში ყველაზე დიდი არაა. 2014 წელს Mt Gox-მა 470 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა ჰაკერული შეტევის შედეგად.

კომენტარები