გლდანის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს გლდანის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. გეგმური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის I მიკრორაიონის, შეშელიძის და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები