მზის ენერგია

თბილისის აეროპორტი მზის ენერგიაზე გადავიდა

facebook.com/CityHallofTbilisi

დღეიდან თბილისის საერტაშორისო აეროპორტი მზის ენერგიის მოხმარებაზე გადავიდა. პროექტის შედეგად აეროპორტი მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის უმეტეს ნაწილს მზის პანელების მეშვეობით გამოიმუშავებს. 

პროექტი იაპონიის მთავრობის $4.5 მილიონიანი გრანტის მეშვეობით განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ნოემბერში დაიწყო. დამონტაჟდა მზის ენერგიის გამომუშავების სისტემა. აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებული სისტემის საშუალო სიმძლავრე ს 316 კვტ-ია, წლიური გამომუშავებული ენერგია კი - 337 000 კვტ/სთ. მზის პანელების სააერთო ფართობი 4.1 ათასი კვადრატული მეტრია. პანელები აეროპორტის ავტოსადგომზეა განთავსებული. 

კომენტარები