ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

პაპუაშვილი: სამართალწარმოება სუს-ის ხუშტურებზე არ უნდა იყოს დაქვემდებარებული

საკონსტიტუციო სასამართლო

 საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილის თქმით, 5 მოსამართლის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას არ შეაფერხებს. 

" ჩვენი სამართალწარმოება უნდა იყოს დაქვემდებარებული მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციაზე და არა პროკურატურის, სუს-ის, ფინანსური პოლიციის ან ვიღაცის ხუშტურების, პროცედურებსა თუ ვადებზე. ვფიქრობ, რომ ამ გაუგებრობას ერთობლივად აღმოვფხვრით და საკონსტიტუციო სასამართლო თავის მოვალეობებს გააგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში. "- ამბობს გიორგი პაპუაშვილი. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი, ოთარ სიჭინავა და მერაბ ტურავა თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს კონკრეტული საქმეების განხილვის დაჩქარებაში ადანაშაულებენ. საუბარია გიგი უგულავას/კაბელებისა და რუსთავი 2-ის საქმეებზე. ამის შესახებ პაპუაშვილისთვის მიწერილ წერილში წერია, რომელსაც Primetimenews აქვეყნებს.

 

კომენტარები