2016 წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა, ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან გახდა ცნობილი. ამ პერიოდის მანძილზე ყველაზე მაღალი 4.3%-იანი ზრდა აპრილში, ყველაზე დაბალი 0.8%-იანი ზრდა კი იანვარში დაფიქსირდა. ეკონომიკური ზრდის გეგმა წელს 3%-ია.
რაც შეეხება კონკრეტულად ბიზნესსექტორს, აქ წინა წელთან შედარებით დღგ-ის ბრუნვის ყველაზე მაღალი ზრდა თებერვალსა (10.4%) და აპრილში (9%) დაფიქსირდა, მაისში კომპანიების ბრუნვა წინა წელთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა, ივნისში კი წინა წელთან შედარებით მხოლოდ 2%-ით გაიზარდა.
ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორს მთავრობის საფინანსო პოლიტიკა წარმოადგენს, მთავრობამ ივნისის პერიოდში იმაზე 132 მილიონი ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე შემოსავალი მიიღო. ამ პერიოდში მთავრობის შემოსავლები 691 მილიონი ლარი იყო, მისმა ხარჯებმა კი 559 მილიონი ლარი შეადგინა.





