NDI-ის კვლევა

NDI: 54% - უმნიშვნელოა პარტიაში ქალისა და კაცის თანაბარი რაოდენობა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს შეხედულებებთან ახლოს მდგომ პარტიაში იყოს ქალი და კაცი კანდიდატების თანაბარი რაოდენობა, მოსახლეობის 54% ამბობს, რომ უმნიშვნელოა, 40% - მნიშვნელოვანი, 6%-მა არ იცის. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი - 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები