ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, არჩევნებში სავარაუდოდ მონაწილე გადაწყვეტილ ამომრჩეველთა(33%) 32% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, ენმ-ს 26%, უარს პასუხზე 10% ამბობს, პატრიოტთა ალიანსი 7%, არ იცის 6%, პაატა ბურჭულაძის პარტია 6%, სხვა პარტიას 11% ასახელებს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი - 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





