ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემს ხმას, გადაწყვეტილი აქვს მოსახლეობის 38%-ს, გადაუწყვეტელია - 57%, "არ ვიცი" უპასუხა 3%-მა, 1% - უარი პასუხზე. 2015 წლის აგვისტოს კვლევასთან შედარებით, გადაწყვეტილ ამომრჩეველთა პროცენტული მაჩვენებელი 10 ერთეულითაა გაზრდილი, გადაუწყვეტელის რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა(59%), მაშინ "არ ვიცი" 11%-მა უპასუხა, უარი პასუხზე - 3%.
ამასთან აღსანიშნავია, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ჭარბობს ახალგაზრდა ასაკობრივ კატეგორიაში(18-35).
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი - 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





