საოკუპაციო ხაზი

სუს-ი: ვგმობთ საოუკპაციო ძალების მიერ ერთ-ერთი მოქალაქის ცემის ფაქტს

დღეს 26 ივლისს, საოკუპაციო ძალებს სოფელ კრიბალის ტერიტორიაზე ადგილორბივი მცხოვრების უკანონო დაკავების მცდელობა ჰქონდათ, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საქართველოს სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) გმობს მომხდარს და მის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში განხილვას გეგმავს.

"2016 წლის 26 ივლისს საოკუპაციო ხაზზე, გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მცხოვრების უკანონო დაკავების მცდელობას, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ ფაქტს, რომელიც წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას საოკუპაციო ძალების მხრიდან და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე. ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია მიწოდებული იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისათვის და ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მომდევნო შეხვედრაზე ერგნეთში",- წერია სუს-ის განცხადებაში.

კომენტარები