ტურიზმი

აჭარის ტურისტულ ობიექტებს "იდუმალი სტუმარი" შეამოწმებს

ბათუმი
georgia.travel

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აგრძელებს პროექტს "იდუმალი სტუმარი", რომლის ფარგლებშიც აჭარაში მდებარე 150 ტურისტულ ობიექტში მომსახურების ხარისხს "იდუმალი სტუმარი" დაადგენს. მომსახურების კვლევა "იდუმალის სტუმრის“ მეთოდის გამოყენებით სექტემბრამდე 80 სასტუმროსა და 70 კვების ობიექტში განხორციელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კვლევისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ რეკომენდაციებს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს ინდივიდუალურად მიაწვდის.

"იდუმალი სტუმრის" მეთოდოლოგია მომსახურების სფეროში ხარისხის შეფასების ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ ბარომეტრად ითვლება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნულ მეთოდს რეგიონში მომსახურების ხარისხის დონის დასადგენად და გასაუმჯობესებლად 2014 წლიდან იყენებს.

"ბოლო წლებში იდუმალი სტუმრის მეთოდით ჩატარებული კვლევით შესაძლო გახდა დარგში არსებული პრობლემატიკის დადგენა, სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება და ჩვენი სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრისთვის საკითხების განსაზღვრა. დარგში დასაქმებულ კადრებს ჩვენ სწორედ "იდუმალი სტუმრის" პროექტისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ვუტარებთ ტრენინგებს, ვუწევთ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს, თუ როგორ აღმოფხვრან ხარვეზები და გააუმჯობესონ ხარისხი", - ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბერძენიშვილი.

კომენტარები