ბიუროკრატია

დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი საჯარო სტრუქტურების ათეული

პოლიციელის დღე
facebook.com/miaofgeo

საქართველოს საჯარო სექტორში 275 ათასი ადამიანია დასაქმებული, მათ ანაზღაურებაზე წელიწადში 1.4 მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება. ამ 275 ათასიდან ყველაზე მეტი 84 ათასი ადამიანი ძალოვანი მიმართულების სამინისტროებსა და საჯარო უწყებებზე მოდის (თავდაცვის სამინისტრო, შსს, სუს, სდსს). ასევე საკმაოდ მრავალრიცხოვანია განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს შტატებიც, განათლების სამინისტრო 59 ათასი სკოლის პედაგოგის ანაზღაურებას აფინანსებს, ჯანდაცვის სამინისტრო კი საჯარო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს უხდის ხელფასებს. საჯარო დასაქმების ბიუროს მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობებში 12 ათასი ადამიანი მუშაობს.

2016 წლის ბიუჯეტის, საქართველოს სტატისტიკის სამსახურისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშებზე დაყრდნობით, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი საჯარო უწყებების ათეული ასე გამოიყურება:

10) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

  • დასაქმებულთა რიცხვი - 3.6 ათასი ადამიანი
  • დაცვა - 3.5 ათასი ადამიანი
  • ადმინისტრაცია - 0.1 ათასი ადამიანი
  • ბიუჯეტი - 55 მილიონი ლარი


ფოტო: facebook.com/ssps.gov.ge

9) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს)

  • დასაქმებულთა რიცხვი - 3.8 ათასი ადამიანი
  • ბიუჯეტი - 100 მილიონი ლარი


ფოტო: facebook.com/sssgeo

8) ფინანსთა სამინისტრო

  • დასაქმებულთა რიცხვი - 4.7 ათასი ადამიანი
  • შემოსავლების სამსახური (საბაჟო) და გადასახადების მობილიზება - 3.5 ათასი ადამიანი
  • ფინანსური პოლიცია - 0.6 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ადმინისტრაცია - 0.4 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ბიუჯეტი - 90 მილიონი ლარი


ფოტო: facebook.com/georgia.revenue.service

7) სასჯელაღსრულების სამინისტრო

  • დასაქმებულთა რიცხვი - 5 ათასი ადამიანი
  • სასჯელაღსრულების დაწესებულებები - 4.7 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ადმინისტრაცია - 0.3 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ბიუჯეტი - 154 მილიონი ლარი

გლდანის ციხე
ფოტო: facebook.com/moc.gov.ge

6) კულტურის სამინისტრო

  • დასაქმებულთა რიცხვი - 7 ათასი ადამიანი
  • ხელოვნების სხვადასხვა დარგები - 3 ათასი ადამიანი
  • სახელოვნებო განათლების დაწესებულებები - 2 ათასი ადამიანი
  • მუზეუმები - 1.6 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ბიუჯეტი - 97 მილიონი ლარი

დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის მიხედვით შექმნილი ქანდაკების პრეზენტაცია
ფოტო: ეროვნული მუზეუმი

5) ადგილობრივი თვითმმართველობები და ავტონომიური რესპუბლიკები (საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით, 2015 წელი)

  • დასაქმებულთა რიცხვი - 12.6 ათასი ადამიანი
  • ბიუჯეტი - 621 მილიონი ლარი

დასუფთავების აქცია ბათუმში
ფოტო: facebook.com/ბათუმის-მერიაBatumi-City-Hall

4) ჯანდაცვის სამინისტრო

  • დასაქმებულთა რიცხვი (უშუალოდ სამინისტროში) - 3.2 ათასი ადამიანი
  • საქსტატის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში ჯამში 60 ათასი ადამიანი მუშაობს, რომლის დაახლოებით ნახევარიც ანაზღაურებას ბიუჯეტიდან იღებს
  • სამინისტროს ბიუჯეტი - 3.16 მილიარდი ლარი


ფოტო: panoramio.com

3) შინაგან საქმეთა სამინისტრო

  • დასაქმებულთა რიცხვი - 29.9 ათასი ადამიანი
  • პოლიცა და საზღვერბის დაცვა - 28 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ადმინისტრაცია - ათას ადამიანამდე
  • სამინისტროს ბიუჯეტი - 595 მილიონი ლარი


ფოტო: შსს

2) თავდაცვის სამინისტრო

  • დასაქმებულთა რიცხვი - 42 ათასი ადამიანი
  • შეიარაღებული ძალები - 37 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ადმინისტრაცია - 5 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ბიუჯეტი - 670 მილიონი ლარი

სატანკო სწავლება ვაზიანში
ფოტო: facebook.com/mod.gov.ge

1) განათლების სამინისტრო (საჯარო სკოლების პედაგოგების ჩათვლით)

  • დასაქმებულთა რიცხვი - 60 ათასი ადამიანი
  • უშუალოდ სამინისტროში - 1.8 ათასი ადამიანი
  • საჯარო სკოლების პედაგოგები - 59 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ბიუჯეტი - 905 მილიონი ლარი


ფოტო: thedailysheeple.com

კომენტარები