ცოლის მკვლელობა

სასამართლომ ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მთავარი პროკურატურის ცნობით, დადასტურდა, რომ 2016 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამმა ედუარდ პაპანიანმა ურთიერთშელაპარაკებისას ცოლს - პაიწარ პაპანიანს, დანით, გულმკერდისა და ზურგის არეში ორი შემავალი და 18 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა. პაიწარ პაპანიანი მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ედუარდ პაპანიანი მიიმალა. სამართალდამცველებმა ის რამდენიმე საათში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ედუარდ პაპანიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

კომენტარები