სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

მგალობლიშვილი: თურქეთში სამხედროები იმ როლს ვეღარ თამაშობენ, რასაც ადრე

სამხედრო გადატრიალების მცდელობა აჩვენებს რამდენიმე რამეს. პირველი, ის აჩვენებს, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები ვეღარ თამაშობს იმ როლს თურქეთის შიდა პოლიტიკაში, რასაც ის ათწლეულების განმავლობაში თამაშობდა. მეორე, ის ნათლად ასახავს იმას, რომ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში არ იყო კონსოლიდირებული პოზიცია ამ ნაბიჯთან დაკავშირებით. მესამე და ჩემი აზრით, მთავარი - სამხედრო გადატრიალებების დროს მთავარია, გააჩინო წარმოსახვა, რომ შენ გაიმარჯვებ, შენ ხარ წარმატებული. მე ვთვლი, რომ ესეც ვერ მოახერხეს მეამბოხე სამხედროებმა. შესაბამისად, ერდოღანმა ისარგებლა ამ შემთხვევით, მოახერხა თავისი მხარდამჭერების მობილიზაცია და კონტროლის ხელში აღება

საქართველოს ყოფილი ელჩი თურქეთში გეგა მგალობლიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები