თურქეთი

სტამბოლის სისლის რაიონის ვიცემერი დაჭრეს

Reuters

სტამბოლში, სისლის რაიონის ვიცემერ ჯემილ ჯანდასის ოფისში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ის თავის არეში დაჭრა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯერჯერობით გაურკვეველია, დაკავშირებულია თუ არა მომხდარი 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან თურქეთში.

აღსანიშნავია, რომ სისლის რაიონს თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტია - სახალხო რესპუბლიკური პარტია მართავს. ამ პარტიამ, ყველა სხვა დანარჩენთან ერთად, სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო.

კომენტარები