ნიცა

AFP: ნიცაში ანტიტერორისტული საგამოძიებო ჯგუფი გამოძიებას იწყებს

Reuters

ნიცაში მომხდარი ინციდენტის გამო, ანტიტერორისტული საგამოძიებო ჯგუფი გამოძიებას იწყებს. ამის შესახებ AFP იუწყება. 

ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ იმის თაობაზე, აკავშირებენ თუ არა მომხდარს ტერორისტულ თავდასხმასთან.

ნიცაში სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა. ტერაქტი ნიცის სანაპიროზე მოხდა, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.

სანაპიროზე სროლის ხმაც ისმოდა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაღუპულთა რიცხვი 73-მდეა.

ცნობისთვის, 2015 წელს პარიზში შარლი ებდოზე თავდასხმასა და 13 ნოემბერს განხორციელებულ ტერაქტს ჯამში - 141 ადამიანი ემსხვერპლა. ორივე შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

2016 წელს ტერაქტები მოხდა ბელგიასა და თურქეთშიც.

კომენტარები