ნიცა

ნიცის პროკურატურა: გარდაცვლილთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია

Nice-Matin. twitter.com

ნიცის პროკურატურის განცხადებით, ნიცაში მომხდარი ინციდენტის დროს დაღუპულთა რიცხვა 60-ს მიაღწია. ამის შესახებ ფრანგული ტელევიზია i-Télé TV იუწყება.

ნიცაში სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა. ტერაქტი ნიცის სანაპიროზე მოხდა, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.

სხვადასხვა ცნობებით, სანაპიროზე სროლის ხმაც ისმოდა.

მომხდარის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ავინიონიდან პარიზში დაბრუნდა.

კომენტარები