ნიცა

ფრანგული მედია: ნიცაში სულ მცირე 30 ადამიანია დაღუპული

Nice_Matin. twitter.com

ფრანგული ტელევიზიის BFM TV ინფორმაციით, ნიცაში მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია მინიმუმ 100.

ნიცაში სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა. ტერაქტი ნიცის სანაპიროზე მოხდა, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.

ფრანგული მედიისვე ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი ლიკვიდირებულია.

სხვადასხვა ცნობებით, სანაპიროზე სროლის ხმაც ისმოდა.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა Associated Press-ს უთხრა, რომ დაინახა სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც ავტომობილიდან გადმოვიდა იარაღით ხელში, სროლა დაიწყო და ხალხს შეერია.

ნიცის მერმა კრისტიან ესტროსიმ, რომელიც ინციდენტის დროს ბასტილიის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, twitter-ის საკუთარ გვერდზე მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები