ნიცა

სატვირთო მანქანა, რომელიც მოქალაქეებს დაეჯახა, იარაღითა და ყუმბარებით იყო სავსე

Nice_Matin. twitter.com

სატვირთო მანქანა, რომელიც ნიცაში მოქალაქეებს დაეჯახა, იარაღითა და ყუმბარებით იყო სავსე. ამის შესახებ ნიცის მერმა კრისტიან ესტროსიმ BFM TV-ის განუცხადა.

ტერაქტი ნიცის სანაპიროზე მოხდა, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.

სანაპიროზე სროლის ხმაც ისმოდა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაღუპულთა რიცხვი 73-მდეა.

კომენტარები