რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსება

ეკლესიამ 2014-15 წლებში გადასახადების გადამხდელთა 63 მილიონი ლარი დახარჯა

საქართველოს საპატრიარქო
ტაბულა

EMC და TDI 2014-2015 წლებში მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, სახელმწიფოსგან მიღებული თანხების რაოდენობას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, 2014-2015 წლებში საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფო დაფინანსება ჯამურად 63,173,299 ლარს შეადგენს (2014 წელს 32,019,399 ლარი, 2015 წელს კი 31,153,900 ლარი).

ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო მთლიანი დაფინანსების 81.1 პროცენტი, 51 მილიონზე მეტი ლარი, .

მუნიციპალურმა დაფინანსებამ 9 მილიონამდე ლარი შეადგინა, რაც საერთო ნაწილის 13,76%-ია.

მთავრობის სარეზორვო ფონდიდან საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 3 მილიონზე მეტი ლარი მიიღო. (მთლიანი თანხის 4.95%)

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 108, 865 ლარი გამოიყო 2014 წელს. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფულადი სახსრები არ გამოყოფილა.

კვლევა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკების მიმოხილვასა და სამართლებრივ შეფასებას მოიცავს.

კომენტარები