რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსება

ეკლესია მიღებული მილიონებიდან ქველმოქმედებაზე 1%-ს ხარჯავს, ხელფასებზე 60%-ს

facebook.com/kata.mariami

EMC-ის და TDI-ის კვლევის თანახმად 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადაცემული თანხებიდან სოციალურ მომსახურებაზე 1%-ზე ნაკლები დაიხარჯა. კვლევის თანახმად, 2014 წელს ქველმოქმედებაზე თანხების 0.6 %, ხოლო 2015 წელს - 0.17 % დაიხარჯა.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პროცენტულად მუნიციპალიტეტების მიერ ეკლესიისთვის გადაცემული სახსრებიდან ყველაზე დიდი თანხა ეკლესიების მშენებლობა/რესტავრაციას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2014-2015 წლებში საქართველოს საპატრიარქოსა და მისი იურიდიული პირებისთვის გადაცემული 25.6 მილიონიდან 60 პროცენტზე მეტი, 15.5 მილიონი ლარი, თანამშრომელთა ხელფასებში, პრემიებში, დანამატებსა და ჰონორარებში დაიხარჯა.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" კვლევა დღეს გამოქვეყნდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა 2014-2015 წლებში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რელიგიური გაერთიანებებისთვის გადაცემული ფინანსური რესურსებისა და სხვა მატერიალური ქონების მასშტაბსა და მიზნობრიობას აანალიზებს.

 

კომენტარები