რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსება

ბორჯომის ეპარქიისთვის გადაცემული 353 000 ლარის მიზნობრიობა გაურკვეველია

ბორჯომი
wikipedia.org

EMC-ის და TDI-ის ერთობლივი კვლევის თანახმად, 2014 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას 353,000 ლარი გამოუყო, თუმცა, დაფინანსების მიზნობრიობა გაურკვეველია.

კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტების მიერ "სუბსიდიის" და "ფინანსური დახმარების" სახით ეპარქიებისთვის გაცემული თანხის 44 % (1,309,481 ლარი) უცნობია, კონკრეტულად რა მიზნებისთვის იხარჯება.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" კვლევა დღეს გამოქვეყნდა.

კვლევა 2014-2015 წლებში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რელიგიური გაერთიანებებისთვის გადაცემული ფინანსური რესურსებისა და სხვა მატერიალური ქონების მასშტაბსა და მიზნობრიობას აანალიზებს.

 

კომენტარები