რუსთავი 2-ის საქმე

15:00-ზე, სამოქალაქო საზოგადოება R2-ის საქმეზე უზენაეს სასამართლოს მიმართავს

დღეს, 15:00 საათზე, უზენაეს სასამართლოსთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რუსთავი ორთან დაკავშირებით მიმართვას გაავრცელებენ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სთხოვენ სასამართლოს, განიხილოს რუსთავი ორის საქმე და იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვით. ისინი აღნიშნავენ, რომ უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა არსებობას პრორუსული ნარატივისგან თავისუფალი, ყველაზე მსხვილი მედია.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავენ, მხედველობაში მიიღოს, რომ მის ნაბიჯებზეა დამოკიდებული ამ ქვეყანაში არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. ისინი საქართველოს პრეზიდენტსაც შეახსენებენ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უზენაესი სასამართლოს მოქმედებებზე მასაც ეკისრება, რადგან მოსამართლეები მისი რჩეულები არიან.

გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვენ, კიდევ ერთხელ შეახსენოს ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს ხელისუფლებას, რა შედეგებს მოუტანს სახელისუფლო გავლენისგან თავისუფალი რუსთავი ორის დაკარგვა.

კომენტარები