საქორწინო მოგზაურობა

პენჯაბელი ქალი საქორწინო მოგზაურობაში ქმრის გარეშე გაემგზავრა

პენჯაბელი ჰუმა მობინი საბერძნეთში საქორწინო მოგზაურობაში ქმრის გარეშე მას შემდეგ გაემგზავრა, რაც მის ქმარს ვიზა არ მისცეს.

ჰუმა მობინი და მისი ქმარი არსალაან სევერ ბათი მეორე საქორწინო მოგზაურობაში გამგზავრებას ბათის მშობლებთან ერთად გეგმავდნენ. როგორც მობინი აცხადებს, მას აღარ სურდა საბერძნეთში გამგზავრება, მაგრამ, რადგან მოგზაურობის თანხა წინასწარ ჰქონდათ გადახდილი, ის მარტო, ქმრის მშობლებთან ერთად გაემგზავრა.

ჰუმა მობინმა "საქორწინო მოგზაურობის" ფოტოები Facebook-ზე გამოაქვეყნა:

კომენტარები