ცესკო

საზოგადოებრივი ინიციატივა: ცესკოში სააღდგომო პრემიის სახით 342 930 ლარი გაიცა

საზოგადოებრივი ინიციატივა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სააღდგომო პრემიების სახით 342 930 ლარი გაიცა - ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია კოალიცია საზოგადოებრივმა ინიციატივამ გამოითხოვა.

კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, სააღდგომო პრემიის სახით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 5 500 ლარი აიღო, ხოლო მისმა მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ - 4 700. კომისიის მდივანს, გიორგი ჯავახიშვილს 4 600 ლარი აქვს სააღდგომო პრემიის სახით აღებული. საჯარო ინფორმაციის თანახმადვე, საარჩევნო ადმინისტრაციის საჯარო მოხელეების სააღდგომო პრემიამ 328 130 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მაისში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებზე, წევრებსა თუ საშტატო თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების ოდენობები სამართლიანმა არჩევნებმაც შეისწავლა. ISFED-ის შეფასებით, ცესკო-ში განუსაზღვრელი ოდენობის პრემია-დანამატები სისტემატური პრობლემაა.

 

კომენტარები