ევროპის ჩემპიონატი

ქუცნაშვილი: თუ გუნდი გუნდია, ლიდერის გარეშეც შეუძლია გამარჯვება

მინდა, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს მივულოცო ევროპის ახალი ჩემპიონი, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების სახით. ვფიქრობ, გულშემატკივრები დარწმუნდნენ, რომ მოწინააღმდეგის ჩანაფიქრი ლიდერის იზოლირების თაობაზე, ნებისმიერ საქმეში წამგებიანია. კრიშტიანუ რონალდუს იზოლირებამ არ უშველა ფრანგებს, რომ გამხდარიყვნენ ევროპის ჩემპიონები. თუ გუნდი გუნდია, მას ლიდერის გარეშეც შეუძლია გამარჯვება. ეს პრინციპი არის უნივერსალური საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სპორტში თუ პოლიტიკაში.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.

კომენტარები