არჩევნები 2016

ბაქრაძე: ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა, რა სჭირდება საქართველოს

ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა, რა სჭირდება საქართველოს, ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა, რომ 250 ლარზე ნაკლები დღიური ბრუნვის მქონე ბიზნესი მთლიანად გავათავისუფლოთ გადასახადებისგან, რომ პენსია პირველივე თვეში გავზარდოთ 50 ლარით, რომ მოვახდინოთ ბიზნეს საქმიანობის დეკრიმინალიზაცია და ბიზნესი იყოს დაცული და ამნისტირებული. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა სჭირდება ხალხს, ამიტომ ჩვენი გამარჯვება იქნება თითოეული იმ ადამიანის გამარჯვება, რომელიც დღეს უმუშევარია, რომელსაც დღეს უჭირს, რომელიც ელოდება, რომ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს ხალხზე და წინ წაიყვანს ქვეყანას.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გორში, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ალეკო გოგლიძის და ბადრი ბასიშვილის წარდგენისას.

კომენტარები