ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ რეფერენდუმი მიმდინარეობს

სოხუმი

ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე ე.წ რეფერენდუმი მიმდინარეობს.

"33 ოლქში საარჩევნო უბნები გაიხსნა მოსკოვის დროით დილის 7 საათზე. ხმის მიცემა დასრულდება მოსკოვის დროით 20:00-ზე," - თქვა დე ფაქტო ცესკოს თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ.

მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას: „მიიჩნევთ თუ არა საჭიროდ აფხაზეთის რესპუბლიკის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას?". 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აფხაზური ოპოზიცია დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდა. მათი თქმით, ლეონიდ ძაფშბა სამინისტროს თანამშრომლებს ე.წ რეფერენდუმში თავისუფალი არჩევანის გაკეთებას უზღუდავდა. გარდა ამისა, ოპოზიცია რეფერენდუმის შემოდგომისთვის გადადებას ითხოვდა იმ არგუმენტით, რომ ხელისუფლებამ არ უზრუნველყო თავისი მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოვლინება. მათ ასევე სურდათთ, რომ რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების უფლება ვადაგასული პასპორტის მქონე მოქალაქეებსაც ჰქონოდათ. დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ შს მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერა, თუმცა, რეფერენდუმის გადადება გამორიცხა.

კომენტარები