NATO-ს ვარშავის სამიტი

NATO: მეტად ვფოკუსირდებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე

nato.int

NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა ვარშავის სამიტზე ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს. ტექსტში აღნიშნულია, რომ ალიანსი მზადაა დაეხმაროს საქართველოს საჰაერო თავდაცვისა და დაზვერვის განვითარებაში. 

"ჩვენ მივესალმებით უელსის სამიტზე ინიცირებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის დანერგვაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. 30 ექსპერტზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან, საქართველოს მხარს უჭერენ თანამშრომლობის მრავალ სფეროში. საქართველო ასრულებს თავის როლს ამ თანამშომლობაში მნიშვნელოვანი რესურსების გადანაწილებაში. ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, აქტიურად მუშაობს. ჩვენ გავაგრძელებთ რესურსების მიწოდებას არსებითი პაკეტის დასანერგად, რაც ეხმარება საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებაში და ამგვარად ხელს უწყობს მას წინ წაიწიოს ალიანსის წევრობისთვის მზადებაში.ჩვენ შევთანხმდით დამატებით პრაქტიკულ გზებზე, რომ უფრო გავაძლიეროთ ეს მცდელობები - მათ შორის მხარი დავუჭიროთ საქართველოს კრიზისების მართვის შესაძლებლობების განვითარებას, ასევე წვრთნებსა და სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესებას. მოკავშირეები ასევე დაეხმარებიან საქართველოს, განავითაროს საჰაერო თავდაცვა და დაზვერვა. ჩვენს ასევე მეტად ვფოკუსირდებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.", - წერია კომუნიკეში. 

კომუნიკეში ხაზგასმულია შავი ზღვის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარების გაუარესება. NATO აცხადებს, რომ მხედველობაში მიიღებს რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან განვითარებებს და შეიმუშავებს შესაბამის მიდგომებსა და პოლიტიკას. ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევაში და პირობას დებს, რომ საქართველოსა და უკრაინასთან გააძლიერებს დიალოგსა და თანამშრომლობას ამ მიმართულებითაც.

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ესწრებიან. 

 

კომენტარები