ჯანდაცვის სისტემა

გირჩი: საზოგადოება დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის კატასტროფული ხარჯებისგან

ვახტანგ მეგრელიშვილი
ტაბულა

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩმა დღეს ჯანდაცვის პროგრამა წარადგინა. პროგრამა სოციალური ფენების დიფერენცირებას ითვალისწინებს. გირჩის ერთ-ერთი დამფუძნებლის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, მათი მთავარი მიზანია, საზოგადოება დაცული იყოს ჯანდაცვის კატასტროფული ხარჯებისგან.


"ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება დაცული იყოს კატასტროფული სამედიცინო ხარჯებისგან. არცერთ ადამიანს, მიუხედავად იმისა, ის ღარიბი თუ საშუალო ფენის წარმომადგენელი იქნება, ჯანდაცვის გამო არ მოუწიოს ბინის, მანქანის ან ბიზნესის გაყიდვა. ისეთი ხარჯი არ უნდა დააწვეს, რომელიც გამოიწვევს ამა თუ იმ ოჯახის გაღატაკებას. ამიტომ, საჭიროა, რომ ჯანდაცვის დაფინანსება იყოს დიფერენცირებული ოჯახის კეთილდღეობის შესაბამისად - ეს არის მთავარი მესიჯი. რაც უფრო ღარიბია ადამიანი, უნდა მიიღოს უკეთესი პაკეტი, ანუ უკეთესი და ყველაფრისმომცველი ჯანდაცვის დაფინანსება. საშუალო ფენამ ჯერ თვითონ უნდა გადაიხადოს გარკვეული თანხა, ხოლო შემდეგ, როდესაც უკვე თანხა გასცდება ისეთ საზღვრებს, რომლის გადახდის უნარი ამ ოჯახს არ შესწევს, მაშინ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო და დაიცვას ის კატასტროფული ხარჯებისგან. რაც შეეხება ჩვენი საზოგადოების ყველაზე შეძლებულ და მდიდარ ნაწილს, იმის გამო, რომ ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი გადასახადების შემცირებაა, ეს ადამიანები გადასახადების შემცირებით ნახულობენ ისეთ ხეირს, რომ მათ თავად შეუძლიათ საკუთარ ჯანდაცვაზე ზრუნვა. სახელმწიფო ყველაზე მდიდარ ოჯახებს საერთოდ არ უნდა ეხმარებოდეს არც ჯანდაცვით და არც ნებისმიერი სხვა სოციალური დახმარებით",- ამბობს მეგრელიშვილი და აღნიშნავს, რომ დღეს არსებული ჯანდაცვის პროგრამა გირჩისთვის მიუღებელია, რადგან "ის ყველას ათანაბრებს".

კომენტარები