ჯონ კერის ვიზიტი

კერი ოპოზიციასთან შეხვედრაზე: მოგიწოდებთ, რეფორმები მტკიცედ გააგრძელოთ

ნება მომეცით, გითხრათ, რომ მოხარული ვარ ოპოზიციასთან შეხვედრით - ენერგიული და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატია ოპოზიციასა და პროცესებისადმი პატივისცემას ეყრდნობა. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მოახლოვებული არჩევნები, თქვენი სურვილების გათვალისწინებით. ყველა თქვენგანი ისწრაფვის ევროპისკენ და ინტეგრაციისკენ და მე მოხარული ვარ, რომ თქვენი აზრების გაზიარების საშუალება მომეცა. მოგიწოდებთ, ამ დამაჯერებლობით და მტკიცედ გააგრძელოთ რეფორმები, გააძლიეროთ სასამართლო სისტემა, დარწმუნდეთ, რომ თქვენი არჩევნები იქნება ისეთი, რომლითაც ყველა იამაყებს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ძალისხმევით ეს შესაძლებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ოპოზიციასთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები