რუსთავი 2-ის საქმე

ზაქარეიშვილი: რუსთავი 2-ის საქმე არჩევნებზე არანაირ გავლენას არ მოახდენს

არანაირ გავლენას არ მოახდენს რუსთავი 2-ის საქმე არჩევნებზე. პირიქით, ყველა მიხვდება, რომ სახელმწიფო ღირსეულად, ცივილიზებულად აკვირდება ამას. რუსთავი 2 იყო მაშინ, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო არჩევნები 2012 წელს, რუსთავი 2 იყო მაშინ, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო საპრეზიდენტო არჩევნები, იყო მაშინ, როცა წააგო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რუსთავი 2 არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს არავისთვის, ამიტომ დამშვიდდეს რუსთავი 2 და მთელი საზოგადოება.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე.

კომენტარები