კორუფცია უნდა ვეძებოთ გაერთიანება ქართულ ოცნებაში, რომლის მართვის სტილი ზოგადად არის დაფუძნებული ნეპოტიზმზე, უკანონო პროტექციასა და კორუფციაზე. სწორედ ეს ქვეყნის განვითარების მთავარი შემაფერხებელი, იმიტომ, რომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სწორად დახარჯული საბიუჯეტო სახსრები, სწორად განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მასტიმულირებელი მეთოდი, რომლის არასწორად გამოყენების შედეგად აღარ ვითარდება ეკონომიკა, აღარ ვითარდება კერძო ბიზნესი, აღარ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ვეღარ ვიზიდავთ უცხოურ ინვესტიციებს იმ ტემპით და იმ მოცულობით, როგორც გასულ წლებში ხდებოდა. საბოლოო ჯამში, ეს არის ის დაუსაქმებელი, შესაბამისი პენსიის გარეშე დატოვებული, სოციალური შემწეობის გარეშე დატოვებული ადამიანები და ადამიანები, ვისაც სამუშაო ადგილი სჭირდებათ
tbl.ge/1sll
დაკოპირდა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




