პრორუსული ძალები

პრეზიდენტი გეგეშიძეზე: არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება იყო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე არაკვალიფიციურია, ხოლო მისი განცხადება პრორუსულ ძალებთან დაკავშირებით - არაკომპეტენტური. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა.

„პრეზიდენტის აზრით, ეს იყო არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება და მისივე აზრით, არაკომპეტენტურობა არჩილ გეგეშიძემ არაერთხელ გამოავლინა" - აღნიშნა მიშველაძემ.

არჩილ გეგშიძემ საქართველოს ხელისუფლებაში არსებულ პრორუსულ ძალებზე რამდენიმე დღის წინ, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა.

„გასაგებია მათი [პრორუსული განწყობის პოლიტიკოსების] არსებობა [ხელისუფლებაში]. ეს იმას ნიშნავს რომ პლურალისტური მიდგომა არსებობს. მაგრამ ისინი გადაწყვეტილების პროცესზე გავლენას ვერ ახდენენ. ერთია, როცა პროპაგანდა გარედანაა ინსპირირებული და მეორე, როცა ქვეყანაში ცდილობენ იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი რეალურად შედეგის მომტანი არაა”, - თქვა გეგეშიძემ.

კომენტარები