კორცხელის ინციდენტი

უსუფაშვილი: დიახ, კორცხელში ცემა-ტყეპა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა

ეჭვი არ მეპარება, რომ იქ [კორცხელში] ცემა-ტყეპა იყო პოლიტიკურ ნიადაგზე. იქ ფულის გაყოფაზე ან შეყვარებულის გაყოფაზე არ იყო ჩხუბი, რაც მე ვიცი. რაც ვნახეთ, ის იყო პოლიტიკურ ნიადაგზე. არ ვიცი, ამას რა დიდი დასკვნა სჭირდება, რომ დიახ, პოლიტიკური შეხედულებების, სიმპათიებისა და ანტიპათიების გამო ჩხუბობდა ხალხი. აი, ვინ დაიწყო, ვინ უპასუხა, ვინ წინასწარ იყო მომზადებული, ვინ პროვოკაციას წამოეგო, ვინ კიდევ რას წამოეგო, მე არ ვიცი, ამაზე გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. ის, რაც მოხდა თავისთავად, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ბრალით მოხდა, ეს რომ არის მიუღებელია და დაუშვებელი, ამაზე ყველამ ვთქვით ყველაფერი.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველის დემოკრატიული ინიციატივის ანგარიშზე - "კორცხელი - ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება“.

კომენტარები