ტერაქტი

ერაყის მთავრობამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა

GETTY IMAGES

2 ივლისს მომხდარი ტერაქტის გამო ერაყის მთავრობამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. აფეთქებას 125 ადამიანი ემსხვერპლა, 150-მდე კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო და განაცხადა, რომ თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე შიიტები იყვნენ.

პრემიერმინისტრი ჰაიდერ ალ-აბადი შიიტების მთავარ რაიონს ესტუმრა, მაგრამ მას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. ამის შემდეგ პრემიერმინისტრის ოფისმა გლოვა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ესმით მოსახლეობის უარყოფითი განწყობის.

ცნობისათვის, აფეთქება ბაღდადის ცენტრალურ რაიონ კარადაში ბაზართან ახლოს მოხდა, სადაც მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ამოქმედდა. პირველი ტერაქტიდან ცოტა ხნის შემდეგ კი, აფეთქება ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა, რომლის დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. მეორე აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

კომენტარები