კომერციული მოსყიდვა

სუს-მა 35-ე საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე 35-ე საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი და ერთი მოქალაქე დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე ა(ა)იპ „35-ე საფეხბურთო კლუბი“-ს პრეზიდენტი გოჩა ა. და მოქალაქე ვასილ მ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა გოჩა ა-მ მოქალაქე ვასილ მ-ს  დახმარებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ა(ა)იპ „35-ე საფეხბურთო კლუბში“ ფიქტიურად გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 8 000 აშშ დოლარი.
გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 25-221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მიმდინარეობს  რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები