კომერციული მოსყიდვა

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე რუსთავის მერიის თანამშრომელი ამხილეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი ამხილა. უწყების ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავი მერიის ერთერთი განყოფილების უფროსმა კაკლის უკანონო მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს 1200 ლარი გამოართვა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ ტყის მასივის მოვლა - პატრონობის სპეციალური და მოვლითი ჭრების დაგეგმვა - განხორციელების განყოფილების უფროსმა, რუსთავის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, კაკლის ხეების უკანონო მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს 1 200 ლარი გამოართვა." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 - ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით. 

კომენტარები