კომერციული მოსყიდვა

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ერთ-ერთი აგრარული ბაზრის დირექტორმა და მისმა თანამშრომელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ მოქალაქეს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ფართის გაქირავების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვეს და გამოართვეს 1 000 ლარი. 

საქმეზე მიმდინარებს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები