ჯონ კერის ვიზიტი

ჯონ კერი თბილისში 6 ივლისს ჩამოვა

truthrevolt.org

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ჯონ კირბის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოში 6 ივლისს ჩამოვა. მისი თქმით, კერი შეხვდება პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ოპოზიციის ლიდერებს.

შეხვედრებზე განიხილება ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ასევე, ოქტომბრის არჩევნების წარმატებით ჩატარება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯონ კერი უხელმძღვანელებს საქართველო - შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ შეხვედრას.

7 ივლისს კერი კიევში გაემგზავრება, სადაც ასევე უმაღლესი რანგის შეხვედრებს გამართავს, 8 ივლისს კი, ბარაკ ობამასთან ერთად, ვარშავაში ნატოს სამიტს დაესწრება.

კომენტარები