საზოგადოებრივი აზრის კვლევა

კობახიძე GFK-ზე: ენმ აქტიურად აგრძელებს სოციოლოგიური კვლევების დისკრედიტაციას

ნაციონალური მოძრაობა კვლავ აქტიურად აგრძელებს სოციოლოგიური კვლევების დისკრედიტაციას საქართველოში. ჩვენ ვიხილეთ მორიგი გაყალბებული კვლევა, რომელიც რუსთავი 2-ის დაკვეთით განხორციელდა. ეს არის აბსოლუტურად გაყალბებული მონაცემები, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება თვითონ ორგანიზაცია GFK-ის, ბუნებრივია, მისი სანდოობის საკითხიც ეჭვქვეშ დგას. 2012 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ანუ ნაციონალური მოძრაობის არაპირდაპირი დაკვეთით ჩაატარა იგივე ორგანიზაციამ კვლევა, ეგზიტპოლები და მაშინაც დაგვიდეს გაყალბებული შედეგები. 20 %-ზე მაღალი ცდომილებით წარმოგვიდგინეს ჩვენ ეგზიტპოლების შედეგები 2012 წლის არჩევნებში, ანუ უკვე არსებობს პრაქტიკა იმის, რომ ნაციონალური მოძრაობა GFK-სთან ერთად აყალბებდა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს.

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის - GFK - ჩატარებულ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 22.4% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, ხოლო 21.7% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

კომენტარები