საზოგადოებრივი აზრის კვლევა

GFK: გამოკითხულთა 30.5% უპირატესობას ქართულ ოცნებას ანიჭებს, 28.2% - ენმ-ს

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის გამოკითხულთა 30.5% უპირატესობას ქართულ ოცნებას ანიჭებს, ხოლო - 28.2% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. GFK-მ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გადანაწილებაც გააკეთა ანუ იმ ამომრჩევლის, რომელიც არჩევნებზე მიდის, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ვის დაუჭერს მხარს. გადანაწილება კეთდება დამატებითი კითხვებით, რითაც მკვლევარი არკვევს, საით იხრება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი.

შედეგად, GFK-ს კვლევაში მონაწილეთა 30.5% უპირატესობას ქართულ ოცნებას ანიჭებს, 28.2% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 11.6% - პაატა ბურჭულაძის პარტიას - სახელმწიფო ხალხისთვის, 8.9% - თავისუფალ დემოკრატებს, 4.5% - ლეიბორისტულ პარტიას, 3.1% - პატრიოტთა ალიანსს, 2.3% - დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს.

GFK-მ კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით, 7-22 ივნისს ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 2 200-მა ადამიანმა მიიღო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1%-ია. 

კომენტარები