IEA: ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო პირველ ადგილზეა

International Energy Agency

International Energy Agency-ის კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით, 100 ათას მოსახლეზე საქართველო პირველ ადგილზეა. სიაში საქართველოს ბულგარეთი და ჩინეთი მოსდევს. სიის ბოლო სამ ადგილს კი აშშ, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ბრუნეი იკავებენ.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არ არის ახსნილი, თუ რატომ მოხვდა საქართველო სიის სათავეში.

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა დაკავშირებულია გოგირდის დიოქსიდთან, აზოტის დიოქსიდსა და მყარ ნაწილაკებთან. მოცემული გრაფიკი არ წარმოადგენს კლიმატის ცვლილებისა და სათბურის გაზებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2016 წლის მონაცემების მიხედვით კი, მსოფლიო ქალაქებს შორის გარემოს დაბინძურების მიხედვით თბილისი 570-ე ადგილზეა.

გარემოს დაცვის სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, რომ უწყება გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2 საათზე გამართავს ბრიფინგს International Energy Agency-ის ანგარიშთან დაკავშირებით.

კომენტარები