რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კარასინი: იმედია, 8 ოქტომბრის არჩევნები იქნება ნაკლებად სენსაციური, ვიდრე BREXIT

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საქართველო იქნება სტაბილური ქვეყანა. 8 ოქტომბერი ჩვენთვის ძალიან საინტერესო დღეა. იმედი გვაქვს, რომ 8 ოქტომბერი იქნება ნაკლებად სენსაციური, ვიდრე ბრიტანეთის რეფერენდუმი ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით. თუმცა არჩევნები, მაინც არჩევნებია და იმედი მაქვს, არ იქნება სიურპრიზები. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთისთვის სიურპრიზები არ არსებობს. რუსეთი მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის. ჩვენ გვიყვარს ქართველი ხალხი და იმედი გვაქვს, როდესმე ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდება და დალაგდება. სწორედ ამაზე ვმუშაობ ზურაბ აბაშიძესთან ერთად.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მოამბესთან ინტერვიუში.

კომენტარები