დაჭრა

კორცხელში მამაკაცი დაჭრეს

სოფელ კორცხელში გამთენიისას მამაკაცი საკუთარ სახლთან დაჭრეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ზურაბ ხასაიას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ხასაია დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

ტელეკომპანიის ცნობით, ზურაბ ხასაიას ოჯახი პოლიტიკურ მოტივს არ გამორიცხავს, რადგან ის 2 თვის წინ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს სამსახურიდან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები