დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში

დატოვებს თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს - ისტორიული რეფერენდუმი დაიწყო

CNBC

დიდ ბრიტანეთში ისტორიული რეფერენდუმი დაიწყო - მოსახლეობა პასუხობს კითხვას, უნდა დარჩეს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში, თუ უნდა დატოვოს ის. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პასუხი, რომელიც ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება 46,499,537 ადამიანს აქვს. საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგს პარასკევს, "საუზმის დროს" ელოდება.

დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ეს მესამე რეფერენდუმია.

კომენტარები